Saturday, May 14, 2011

კვლევითი უნარ–ჩვევების განვითარება


პროექტი–კვლევითი უნარ–ჩვევების განვითარების მეთოდი
 1.პროექტის  სახელწოდება–,,გულის მოფხანა’’.
 ავტორები: მეთერთმეტე კლასი 
ხელმძღვანელი: იზოლდა კორინთელი,  აძვის საჯარო სკოლა             
პროექტის მიზანი–ხატოვანი გამოთქმით დაინტერესდნენ მოსწავლეები, მოძებნონ მსგავსი ხატოვანი გამოთქმა ლიტერატურულ ნაწარმოებში, ურთიერთთანამშრომლობით კვლევითი უნარ –ჩვევების განვითარება, კომპიუტერის მეშვეობით საჭირო ინფორმაციის მოძიება.
პროექტის აქტუალობის დასაბუთება: მოსწავლეები დაინტერესდნენ  ესა თუ  ის ხატოვანი გამოთქმა რას ნიშნავს, როგორ აისახა ის ლიტერატურაში, ისწავლეს წიგნზე მუშაობა, ინფორმაციის მოძიება ინტერნეტით.
 პროექტის ამოცანები:
 1.მოსწავლე  წაიკითხავს მითითებულ  ლიტერატურას.
 2 .ინტერნეტით მოიძიებს  შესაბამის საჭირო მასალას.
 3.ზეპირი პრეზენტაციის გაკეთება.
 4.ნაშრომების წარდგენა:
 ა),,გულის მოფხანა’’–წარმოშობის ისტორია
  ბ)ამ გამოთქმის გამოყენება ქართულ ლიტერატურაში
 კვლევის შესრულებისას გასანხორციებელი  ღონისძიებები:
 1.საპროექტო თემის ირგვლივ მინი–ლექციის ჩატარება დაძიებელი ლიტერატურის მითითება.(ერთი კვირა).
2. მოსწავლე წაიკითხავს მითითებულ ლიტერატურას და იყენებს დამატებით ლიტერატურას, ინტერნეტით მოიძიებს საჭირო მასალას.(სამი კვირა).
3.ზეპირი პრეზენტაციის გაკეთება(ერთი კვირა)
 პროექტის რეალიზაციიდან მოსალოდნელი შედეგი:უნდა გამოჩნდეს მოსწავლეთა როლი პროექტის რეალიზაციაში, ნაშრომი გააცნოს მოსწავლეთა გარკვეულ  ჯგუფებს.
საჭირო რესურსები: კომპიუტერი, წიგნები, კალმები, მარკერები,რვეული.  
ჩემი გაკვეთილები:
მიწის ყივილი                                                        

 

                                       

 

No comments:

Post a Comment